კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი აღარ არის. ინგლისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 37 წლის თავდამსხმელთან კონტრაქტი გაწყვეტილია.
„კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერს“ ორმხრივი შეთანხმებით ტოვებს. კლუბი მადლობას უხდის მას დიდი წვლილისთვის იმ ორ პერიოდში, რომელიც „ოლდ ტრაფორდზე“ გაატარა“, - ნათქვამია განცხადებაში.
კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერის“ დატოვება რომ მოუწევდა, მისი ბოლო ინტერვიუს შემდეგ აშკარა იყო და ასე რომ, ის უკვე თავისუფალი აგენტია, შესაბამისად, ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.
კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერში“ 2003-2009 და 2021-2022 წლებში 346 მატჩში 145 გოლი გაიტანა. ინგლისურ კლუბში მისი პირველი პერიოდი შეიძლება ითქვას სრულყოფილი გახლდათ, მაგრამ დაბრუნება ასეთივე წარმატებული არ გამოდგა.