ფეხბურთი

19:00 | 22.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

კიდევ ერთი სენსაცია: დანიამ ტუნისს ვერ მოუგო

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მესამე სათამაშო დღე სენსაციებით მიმდინარეობს. არგენტინის საუდის არაბეთთან წაგებას ვერ შეედრება, მაგრამ დანიამ ტუნისს რომ ვერ მოუგო, უდავოდ მოულოდნელობაა.

სკანდინავიელებმა საკვალიფიკაციო ეტაპი ფანტასტიკურად ჩაატარეს და კატარში მათგან დიდი მოლოდინია, თუმცა სტარტი მაინცდამაინც კარგი არ არის. ტუნისის ნაკრებმა ძალიან მწყობრი, დალაგებული ფეხბურთი ითამაშა და დამსახურებული ქულა მოიპოვა. უფრო მეტიც, აფრიკელები რიგ ეპიზოდებში მეტოქეს სჯობდნენ კიდეც და გოლის გატანაც შეეძლოთ.

საბოლოოდ, 0:0 და ეს მიმდინარე მუნდიალზე პირველი უგოლო შეხვედრაა. ფაქტია, რომ ტუნისის ნაკრები საჩუქარი ჯგუფის არცერთი ბინადრისთვის არ იქნება და დანიამ ეს საკუთარ თავზე უკვე გამოსცადა.

მეორე ტურში 26 ნოემბერს, დანია საფრანგეთს შეხვდება, ხოლო ტუნისელთა მეტოქე ავსტრალიის ნაკრები იქნება.

დანია - ტუნისი 0:0 (0:0)

ალ რაიანი, „სიტი სთედიუმი“

დანია (3-5-2): შმეიხელი; ანდერსენი, კიაერი (იენსენი 65), ა. კრისტენსენი; რ. კრისტენსენი, ჰოიბერგი, დელანი (დამსგორი 45), ერიკსენი, მაეჰლე; სკოვ ოლსენი (ლინდსტრომი 65), დოლბერგი (კორნელიუსი 65)

მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი

ტუნისი (3-4-3): დაჰმენი; ტალბი, ბრონი, მერია; დრაგერი (კეჩრიდა 88), ლაიდუნი (სასი 88), სხირი, აბდი; სლინამე (სლიტი 67), ჟებალი (ხენისი 80), მსაკნი (მეჯბრი 80)

მწვრთნელი: ჯალელ კადრი

გაფრთხილება: რ. კრისტენსენი (24), იენსენი (78) - ხენისი (86)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 13 (1) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 11:9 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: სესარ არტურო რამოსი (მექსიკა)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.137302