მამაკაც ჩოგბურთელთა სეზონის ბოლო რეიტინგში, პირველი და მეორე ადგილები ესპანელ ჩოგბურთელებს, კარლოს ალკარასს და რაფაელ ნადალს უკავიათ. და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რეიტინგში პირველ ორ ადგილზე ესპანელები არიან.
ალკარასის და ნადალის ანგარიშზე, დიდი სლემის ოთხიდან, სამი ტიტულია. თინეიჯერმა ალკარასმა აშშ-ის ღია პირველობა მოიგო. ნადალმა კი ავსტრალიის და საფრანგეთის ღია პირველობების ტიტულები დაისაკუთრა. მას უკვე დიდი სლემის 22 ტიტული აქვს მოპოვებული და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია. მასზე ერთით ნაკლები აქვს ნოვაკ ჯოკოვიჩს, ვინც უიმბლდონის ჩემპიონი გახდა.
35 წლის სერბმა სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა. თუმცა სეზონის ბოლოს, ATP-ს ფინალის ჩემპიონი მეექვსედ გახდა და ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი საპრიზო თანხა მიიღო.
წარმოგიდგენთ რეიტინგის ტოპ ოცეულს, რომელშიც რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები კი ფიგურირებენ, მაგრამ ქვეყნის აღნიშვნის გარეშე:
- კარლოს ალკარასი (ესპანეთი) 6820 ქულა
- რაფაელ ნადალი (ესპანეთი) 6020
- კასპერ რუუდი (ნორვეგია) 5820
- სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) 5550
- ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 4820
- ფელიქს აუგერ-ალიასიმე (კანადა) 4195
- დანიილ მედვედევი 4065
- ანდრეი რუბლევი 3930
- ტეილორ ფრიცი (აშშ) 3355
- ჰუბერტ ჰურკაჩი (პოლონეთი) 2905
- ჰოლგერ რუნე (დანია) 2888
- ალექსანდერ ზვერევი (გერმანია) 2700
- პაბლო კარენო (ესპანეთი) 2495
- კამერონ ნორიე (ბრიტანეთი) 2445
- იანიკ სინერი (იტალია) 2410
- მატეო ბერეტინი (იტალია) 2375
- მარინ ჩილიჩი (ხორვატია) 2105
- დენის შაპოვალოვი (კანადა) 2075
- ფრენსის ტიაფო (აშშ) 2000
- კარენ ხაჩანოვი 1990