ფეხბურთი

0:40 | 22.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

რიშარლისონი: "კარიერის დასრულების შემდეგ კუნძულს ვიყიდი და მარტო ქალებთან ერთად ვიცხოვრებ"

ლონდონის „ტოტენჰემისა“ და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა რიშარლისონმა თანამემამულე ჟურნალისტის შეკითხვას, რას გააკეთებს კარიერის დასრულების შემდეგ, ხუმრობით, მაგრამ საინტერესოდ უპასუხა.

„არასდროს მიფიქრია ამის შესახებ. ვინ იცის, კუნძულს ვიყიდი და იქ ქალების ჯგუფთან ერთად ვიცხოვრებ“, - თქვა 25 წლის ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ რიშარლისონი ამჟამად მსოფლიოს ჩემპიონატზეა და მედიის ვარაუდით, პირველ ტურში სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

0.119406