კიუშუ ბაშოზე ტოჩინოშინი ცუდ ფორმაშია და მე-9 საშეჯიბრო დღეს უკვე მე-6 მარცხი მიითვალა. ქართველი სუმოისტი მე-6 მაეგაშირა ნიშიკიგს შეხვდა და ძალიან მარტივად, იორიკირის ილეთით დამარცხდა.
იაპონელს ბრძოლის მოსაგებად სულ 4 წამი დასჭირდა, რადგან შეტაკებისთანავე კარგ პოზიციაში აჭმოჩნდა, ლევანს მიაწვა და დოჰიოდან ადვილად გადაიყვანა.
ამ გამარჯვებით ჩვენებურის მეტოქემ ურთიერთშეხვედრებში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, რადგან მის ანგარიშზე უკვე 6 წაგება და 5 გამარჯვებაა.
ტოჩინოშინი ხვალ მე-16 მაეგაშირა ტერუციოშს შეხვდება. გორგაძეს მასთან 10 ბრძოლიდან 4 აქვს მოგებული. რაც შეეხება მიმდინარე ბაშოს, 3 გამარჯვებით ძალიან ცუდ პოზიციაში იმყოფება და დადებითი ბალანსისთვის დარჩენილი 7 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 5-ის მოგება სჭირდება.