სხვა

11:39 | 21.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშებაზე გამოსვლა წარმატებით დაასრულა.

რაპირით ფარიკაობაში გუნდურ შეჯიბრზე ქართველმა გოგონებმა: ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იტალიის გუნდს ანგარიშით 45:32 მოუგეს და ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.

შეგახსენებთ, ნინა თიბილაშვილმა ამავე ტურნირზე ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ნახევარფინალში უნგრელი ევა ჰაიმასი 15 :11 დაამარცხა, ფინალში კი უკრაინელ ევგენია ბრეუსს 15:14 სძლია და პირველ ადგილზე გავიდა.

0.123094