ბელგიის ნაკრების თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ მსოფლიოს ჩემპიონატის საწყის მატჩებს გამოტოვებს.
29 წლის ფეხბურთელს ისევ ტრავმა აწუხებს, რის გამოც ჯერ კანადასთან და მერე მაროკოსთან ვერ ითამაშებს. ბელგიელები იმედოვნებენ, რომ ლუკაკუ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ხორვატიასთან თამაშს შეძლებს.
შეგახსენებთ, რომელუ ლუკაკუმ ტრავმა აგვისტოში მიიღო და მას შემდეგ მხოლოდ ორი თამაში ჩაატარა, მაგრამ ოქტომბერში ისევ ლაზარეთში გადაინაცვლა.