სხვა

1:07 | 20.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

შიფრინმა მსოფლიო თასის სეზონი გამარჯვებით დაიწყო

ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასის ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო - ფინეთის სამთო კურორტ ლევიში სლალომის რბოლა მოიგო. ეს ამ ტექნიკურ დისციპლინაში, მისი 48-ე და კარიერაში 75-ე გამარჯვებაა.

შიფრინმა ორი ცდის ჯამში 0.16 წამით აჯობა შვედ ანა სვენ ლარსონს, მესამეზე კი სლოვაკი პეტრა ვლჰოვა გავიდა, ვინც ამერიკელს 0.20 წამით ჩამორჩა. შიფრინს შვიდ გამარჯვება აკლია სახელოვან თანამემამულე ლინდსი ვონის მიღწევის გასამეორებლად. ვონს კარიერაში მსოფლიო თასის 82 რბოლა აქვს მოგებული, რაც ქალ სამთო მოთხილამურეთა რეკორდია. ორივე სქესის ათლეტთა შორის კი რეკორდი (86 გამარჯვება) ლეგენდარულ შვედს, ინგემარ სტენმარკს ეკუთვნის.

„ეს სეზონის პირველი რბოლაა და ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვარ. პირველ ცდაზევე კარგი შეგრძნება მქონდა, ტრასას კარგად მოვერგე. თუმცა ცოტას ვფრთხილობდი. მეორეზე კი რაღაცები შევცვალე და სასურველ ტემპს მივაღწიე“, - ყვება 27 წლის მოთხილამურე, ვისაც ლევის ფერდბზე უკვე ხუთი გამარჯვება აქვს მოპოვებული.

0.115779