რაგბი

0:16 | 20.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ამაშუკელმა სუპერ მატჩში კიდის მსაჯად იმუშავა - ინგლისი 25:25 ახალი ზელანდია

ქართველმა მსაჯმა ნოემბრის ტესტებზე ბოლო შეხვედრა კიდის მსაჯად იმუშავა, რომელშიც ინგლისმა და ახალმა ზელანდიამ ფრედ ითამაშეს.



შეხვედრა ზელანდიელებმა ძალიან კარგად დაიწყეს და უკვე მე-10 წუთისთვის დალტონ პაპალის და კოდი ტეილორის ლელოების წყალობით, რომლებიც ჯორდი ბარეთმა ზუსტად გარდასახა შეხვედრას 14:0-ს იგებდნენ.

ტაიმის შუაში ოუენ ფარელმა ერთი ჯარიმით სხვაობა შეამცირა, თუმცა ჯორდი ბარეთმა პირველი ნახევრის მიწურულს 14-ქულიანი უპირატესობა კვლავ აღადგინა.

მეორე ტაიმი მარკუს სმიტის ზუსტი ჯარიმით დაიწყო, რასაც რიკო იოანემ ლელოთი უპასუხა და ზელანდიელები უკვე 16 ქულით დაწინაურდნენ.

ამის შემდეგ ედი ჯონსმა ცვლილებების განხორციელება დაიწყო და უნდა ითქვას, რომ ამან გაამართლა. ცვლილებაზე გამოსულმა უილ სტიუარტმა 72-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, 2 წუთში უკვე ფულბეკმა სტიუარდმა მოახერხა ლელოს დადება, 79-ე წუთზე კი ისევ უილ სტიუარტმა დუბლი შეასრულა, მარკუს სმიტმა გადამწყვეტი გარდასახვა გაიტანა და შეხვედრა ფრედ დაასრულა - 25:25

0.114329