მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების მატჩამდე 3 დღეა დარჩენილი, მესი კი კვლავ განცალკევებით ვარჯიშობს, რაც არგენტინელ გულშემატკივარს აშინებს.
ლეოს პარასკევს არ უვარჯიშია, დღეს კი მოედანზე სესიის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ გამოჩნდა და მარტომ ივარჯიშა. იგი ძირითადად ბურთის გარეშე მოქმედებდა.
გუნდთან დაკავშირებული წყაროები იუწყებიან, რომ ის სამშაბათს საუდის არაბეთის წინააღმდეგ ითამაშებს და მასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს, თუმცა ამ ინფორმაციამ არგენტინელი გულშემატკივარის მღელვარება გამოიწვია.
არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში პოლონეთის, მექსიკის და საუდის არაბეთის წინააღმდეგ ითამაშებს.