ფეხბურთი

20:48 | 19.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო კარლოსმა მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიელთა შანსები შეაფასა

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, რობერტო კარლოსმა, ყატარის მუნდიალის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, „სელესაოს“ შანსები შეაფასა.

„2002 წლის მუნდიალის წინ, ფავორიტად არავინ გვთვლიდა, მაგრამ ჩემპიონები გავხდით. ფეხბურთელების გამოცდილებამ, მწვრთნელის, ლუის ფელიპე სკოლარის ლიდერულმა თვისებებმა გაგვხადა მუნდიალის გამარჯვებულები. ბევრს ვმუშაობდით და ვგრძნობდით რამხელა პასუხისმგებლობა გვეკისრებოდა.

თუკი დღევანდელ ბრაზილიას ოთხი წლის წინანდელს შევადარებთ, ვფიქრობ, ამჟამად მწვრთნელს მეტი არჩევანი აქვს სხვადასხვა პოზიციებზე. შესაძლოა, ეს დაცვას ნაკლებად ეხება. მაგრამ ტიტე გაერკვევა.

კიდევ გავიმეორებ, მაშინ ფავორიტებად არავინ გვთვლიდა, ახლა კი გამარჯვების ლამის მთავარ კანდიდატად გვთვლიან. ამაშია განსხვავება.

ბევრი ძლიერი გუნდია, მაგრამ გაიმარჯვებს ის, ვინც კონკრეტულ მომენტში ფსიქოლოგიურად მეტად იქნება მზად.“ - ციტირებს კარლოსის სიტყვებს Mirror.

0.113489