ფიფას მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ბრაიან სუონსონმა კატარში, მსოფლიოს ჩემპიონატის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საჯაროდ თქვა, რომ გეია.
როგორც მან თქვა, Coming Out-ისთვის კატარი იდეალური ადგილია და იქ თავს უსაფრთხოდ გრძნობს.
„დიდი ხანია ინფანტინოსთან ვმუშაობ და ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას. გეი ვარ, ისევე, როგორც კიდევ ბევრი ადამიანი ფიფაში. ეს არის ინკლუზიური ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს ყველას დაეხმაროს. ჩვენ კატარში ვართ და პრობლემები არ გვქონია. მეტიც, აქ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვარ, მთელი მსოფლიოს წინაშე, როგორც გეი. პატივს ვცემ სხვათა უფლებას, რომ სხვაგვარად იფიქრონ. მესმის, მაგრამ ისიც ვიცი, რისთვისაც ვიბრძვით“, - თქვა სუონსონმა.