ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ უფლება რომ ჰქონდეს, წარსულიდან დღევანდელ ნაკრებში დავიდ ვილას ათამაშებდა.
ლუის ენრიკე ფიქრობს, რომ დავიდ ვილა და ალვარო მორატა შეტევის შესანიშნავ ტანდემს შექმნიდნენ.
„ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი გვყავდა, მაგრამ დავილა ვფიქრობ, საუკეთესოა, ეროვნული ნაკრების ისტორიაშიც საუკეთესო ბომბარდირია. შესანიშნავი შემსრულებელი იყვნენ კუბალა, რაული, ბუტრაგენიო, ინიესტა და სხვები. ვის ავიყვანდი ამ გუნდში 2010 წლის გუნდიდან? ვილას, მას მორატასთან წყვილში ვათამაშებდი“, - თქვა ლუის ენრიკემ.