ფეხბურთი

13:51 | 19.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ინფანტინო: "კატარის კრიტიკა ფარისევლობაა, ევროპელებს სხვებისთვის მორალის კითხვის უფლება არ აქვთ"

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ კატარის კრიტიკაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს ყველაფერი ფარისევლობაა. ინფანტინო ფიქრობს, რომ ევროპელებს სხვებისთვის მორალის წაკითხვის უფლება არ აქვთ.

„დღეს თავს კატარელად ვგრძნობ, აფრიკელად ვგრძნობ, არაბად ვგრძნობ, გეიდ ვგრძნობ, შშმ პირად ვგრძნობ, მიგრანტ მუშად ვგრძნობ. ვიცი, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და ბულინგი. ბავშვობაში ვიყავი ბულინგის მსხვერპლი, რადგან წითელი თმა და ჭორფლები მქონდა. გარდა ამისა, იტალიელი ვიყავი, ასე რომ წარმოიდგინეთ...

რაც ახლა ხდება, უბრალოდ უსამართლობაა. მსოფლიოს ჩემპიონატის კრიტიკა ფარისევლობაა. იმის გამო, რაც ჩვენ, ევროპელებმა ბოლო 3000 წლის განმავლობაში გავაკეთეთ, მომდევნო 3000 წლის განმავლობაში ბოდიშს უნდა ვიხდიდეთ, სანამ სხვებს მორალს წავუკითხავთ. ეს მორალური გაკვეთილები უბრალოდ ფარისევლობაა“, - თქვა ინფანტინომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118207