ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი გუნდის შემდეგ ყველაზე მეტად არგენტინის გამარჯვება გაუხარდება. „ფურია როხას“ თავკაცი „ალბისელესტეს“ ლიონელ მესის გამო გულშემატკივრობს.
„ესპანეთის ნაკრები თუ ტურნირის გამოეთიშება, იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინა გახდება. უსამართლო იქნება ლეო მესის დონის ფეხბურთელისთვის კარიერის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების გარეშე დასრულება“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კოსტა რიკის, გერმანიისა და იაპონიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.