რაგბი

22:59 | 18.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალია მსოფლიო თასზე გავიდა და ჯგუფში საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

რაგბის მსოფლიოს 2023 წლის თასის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ბოლო მეტოქეც გაირკვა - პორტუგალია.

პორტუგალიის ნაკრები ბოლო გუნდია, რომელმაც დამდეგი მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა. ლუზიტანელებმა აშშ-ს აჯობეს, ბურთების უკეთესი სხვაობით. ამ გუნდების შეხვედრა ფრედ 16:16 დასრულდა, მაგრამ ჯგუფში მესამე გუნდს, კენიას უფრო დიდი სხვაობით პორტუგალიამ მოუგო და მსოფლიო თასზე გავიდა, სადაც ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად იქნება.

რაგბიში მსოფლიოს ჩემპიონატი 2023 წლის 9 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. „ბორჯღალოსნები“ C ჯგუფში ითამაშებენ, სადაც მათი კალენდარი ასეთია:

9 სექტემბერი, სტად დე ფრანსი

ავსტრალია - საქართველო

23 სექტემბერი, ტულუზა

საქართველო - პორტუგალია

30 სექტემბერი, ბორდო

ფიჯი - საქართველო

7 ოქტომბერი, ნანტი

უელსი - საქართველო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116089