ფეხბურთი

23:58 | 16.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალია ან თურქეთი: უეფამ ევრო 2032-ის მასპინძელი უნდა აარჩიოს

ევროპის 2032 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი ორმა ქვეყანამ შეიტანა - იტალიამ და თურქეთმა.

უეფამ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და მასპინძელს ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყება 2023 წლის შემოდგომაზე მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთმა ევრო 2028-ის მასპინძლობაზეც დაარეგისტრირა განაცხადი, სადაც მას კონკურენციას დიდი ბრიტანეთი (ინგლისი, შოტლანდია, უელსი) და ირლანდია გაუწევენ, ხოლო ევრო 2032-ის მასპინძლობა იტალიას და თურქეთს სურთ. ცხადია, თუ თურქები მასპინძლობას 2028 წელს მიიღებენ, 2032 წლის ევროპის ჩემპიონატი იტალიაში ჩატარდება, სადაც აქამდე სამჯერ გამართულა დიდი საფეხბურთო ფორუმი 1934 და 1990 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი, 1980 წელს კი - ევროპის.

თუმცა, იტალიას უკვე 32 წელია დიდი ფორუმისთვის არ უმასპინძლია. თავის მხრივ, თურქეთს ეს პატივი არასდროს ჰქონია.

თეგებიევრო 2032
0.113806