ჩოგბურთი

21:26 | 16.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ATP-ს ფინალს გამოეთიშა

რაფაელ ნადალი ATPS-ს ფინალს გამოეთიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონს პირველი ჩოგნის რანგში დაასრულებს მისი თანამემამულე კარლოს ალკარასი. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც ნორვეგიელმა კასპერ რუუდმა ამერიკელი ტეილორ ფრიცი დაამარცხა.

ნადალს ტურნირის მოგება სჭირდებოდა იმისთვის, რომ პირველი ჩოგანი გამხდარიყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც პირველი ორი თამაში წააგო (ფრიცთან და კანადელ ფელიქს აუგერ-ალიასიმესთან), რუუდს სეტის მოუგებლად უნდა წაეგო. მაგრამ ასე არ მოხდა და რაფა ტურნირს გამოეთიშა.

ნორვეგიელმა პირველი სეტი 6-3 მოიგო და ნადალს იმედი გადაუწურა. მეორე სეტში ფრიცმა გაიმარჯვა. მესამე სეტში კი საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა. არადა, თავიდან რუუდი 5-1 იგებდა. ფრიცმა გეიმებში ანგარიშის გათანაბრება კი შეძლო, მაგრამ ტაიბრეიკზე რუუდი უფრო სტაბილური იყო და საბოლოოდ, შეხვედრა 6-3, 4-6, 7-6(6) მოიგო.

„ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო. ბოლოს ორივემ გვარიანად ვინერვიულეთ და ბედად, მე დაწინაურება შევძელი“, - ამბობს რუუდი, ვინც ზედზედ მეორედ ითამაშებს ATP-ს ფინალის ნახევარფინალში.

19 წლის ალკარასი ტურინში მიმდინარე ტურნირზე, მუცლის პრესის კუნთის ტრავმის გამო არ თამაშობს. ის ATP-ს სეზონის დამამთავრებელ რეიტინგში, მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა პირველი ნომერი გახდება მას შემდეგ, რაც ეს რეიტინგი ქვეყნდება (1973 წლიდან).

0.111982