ფეხბურთი

16:42 | 16.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგაში რობერტ ლევანდოვსკის 3, ხერარდ პიკეს კი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა

ლა ლიგის მე-14 ტურში ,,ოსასუნას" წინააღმდეგ მიღებული წითელი ბარათების გამო, რობერტ ლევანდოვსკის 3, ხერარდ პიკეს კი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.



პამპლონელების წინააღმდეგ მატჩში ,,ბარსელონას" პოლონელმა ვარსკვლავმა დავიდ გარსიას იდაყვი ჩაარტყა, რის გამოც მეორე ყვითელი ბარათი დაიმსახურა და მოედანი 31-ე წუთზე დატოვა. სპორტული კომიტეტის გადაწყვეტილებით, ლევანდოვსკის 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია წითელი ბარათის გამო დაეკისრა, კიდევ 2 კი მსაჯების მიმართ გამოხატული უხამსი ჟესტისთვის, რომელიც როგორც თავად პოლონელმა აღნიშნა, არა მსაჯებს, არამედ ჩავის ეკუთვნოდა. 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ნიშნავს იმას, რომ ლევანდოვსკი კატალონიურ კლუბს ,,ესპანიოლის", ,,ატლეტიკო მადრიდის" და ,,ხეტაფეს" წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

რაც შეეხება პიკეს, ესპანელ მცველს პროფესიონალურ კარიერაში ბოლო მატჩი სწორედ ,,ელ სადარზე" უნდა ჩაეტარებინა, თუმცა შესვენებაზე მსაჯის შეურაცხყოფის გამო მოედნიდან ისიც გააძევეს. მისი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ვერსად ვერ იმოქმედებს, რადგან პიკე ,,ბარსელონას" ოფიციალურად დაემშვიდობა.

14 ტურის შემდეგ ლა ლიგას ,,ბარსელონა" 37 ქულით ლიდერობს და მდევარ ,,რეალ მადრიდს" 2 ქულით უსწრებს, რობერტ ლევანდოვსკი კი 13 გოლით ბომბარდირთა დავის სათავეშია.

0.115297