ფეხბურთი

2:05 | 16.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზე მარია: "კვარაცხელიამ სერია A-ზე ისეთივე ეფექტი მოახდინა, როგორიც კაკამ"

ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ზე მარიამ, რომელიც თავის დროზე „ინტერსა“ და „პერუჯაში“ თამაშობდა, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, კვარას სტარტი სერია A-ში ძალიან ჰგავს კაკას დასაწყისს, როდესაც ბრაზილიელი „მილანში“ გადავიდა.

„დიახ, კვარაცხელიას ეფექტი სერია A-ში კაკას ეფექტს ჰგავს, როდესაც მან იტალიაში თამაში დაიწყო. ჩვენ მას საჭირო სტაბილურობისთვის დრო უნდა მივცეთ. კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია და „ნაპოლიმ“ ძალიან კარგი ტრანსფერი განახორციელა. უნდოდა დაემტკიცებინა თავისი შესაძლებლობები და ამას აკეთებს კიდეც. მწვრთნელს თუ 100%-ით დაუჯერებს, დიდებული ფეხბურთელი გახდება“, - თქვა ზე მარიამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის პირველ ნაწილში 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110759