„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ჩავი, პირადადაა დაინტერესებული „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის, იკლაი გიუნდოგანის შეძენაში - გვამცნობს Mundo Deportivo. კატალონიელებს 32 წლის გერმანელი შუახაზელის იანვარში ნაკლებ ფასად, ან 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გადაბირება სურთ. როცა გიუნდოგანი, შესაძლოა, თავისუფალი აგენტი გახდეს.
თუ ეს ტრანსფერი ვერ მოხერხდა, მაშინ „ბარსელონა“ „ლესტერის“ 25 წლის ნახევარმცველზე, იური ტილემანსზე გადაერთვება, რომლის კლუბთან კონტრაქტსაც ვადა ასევე გაისად ზაფხულში ეწურება.
წყარო გვატყობინებს, რომ ტილემანსით ლონდონის „არსენალიცაა“ დაინტერესებული.