„პარი სენ-ჟერმენისა“ და არგენტინის ნაკრების 35 წლის ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ალბისელესტეს“ ამთავითვე მსოფლიო ჩემპიონობაზე საუბარი უადგილოა.
„ყველა მეტოქე მეტ-ნაკლებად რთული დასამარცხებელია. არ დაგვავიწყდეს, რომ ევროპულ ნაკრებებთან არცთუ ბევრჯერ გვითამაშია. თუმცა, მათაც ჩვენთან შეჯიბრი მაინცდამაინც არ ეხალისებათ.
ვფიქრობ, ყატარში კარგ დროს ჩავედით, თუმცა ყურადღებას ნუ მიაქცევთ იმ ადამიანების გამონათქვამებს, ვინც უკვე მსოფლიო ჩემპიონებად გვთვლის. იქამდე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ.
საფრანგეთის ნაკრები? ძალიან სახიფათო გუნდია. შესანიშნავი ფეხბუთელები ჰყავს. ბრაზილიას ხარისხიანი შემადგენლობა მოუგროვდა. ცოტა ბალანსი აკლიათ, სამაგიეროდ ჰყავთ ნეიმარი.“ - ციტირებს მესის სიტყვებს Mundo Deportivo.