ფეხბურთი

20:04 | 14.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია

მექსიკის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია. მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ გუნდში 26 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის, „კრემონეზეს“ მცველი იოჰან ვასკესი და „ნაპოლის“ თავდამსხმელი ირვინგ ლოზანო.

26-კაციან განაცხადში მოხვდნენ გილერმო ოჩოა, რაულ ხიმენესი და ანდრეს გუარდადო. ტრავმის გამო მუნდიალს გამოტოვებს "სევილიას" ფეხბურთელი ხესუს კორონა, ხოლო ჩიჩარიტო შემადგენლობაში მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ვერ მოხვდა. მექსიკის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: როდოლფო კოტა (ლეონი), გილერმო ოჩოა (ამერიკა), ალფრედო ტალავერა (ხუარესი)

მცველები: კევინ ალვარესი (პაჩუკა), ნესტორ არაუხო (ამერიკა), ხეერარდო ატეაგა (გენკი, ბელგია), ხესუს გალიარდო (მონტერეი), სესარ მონტესი (მონტერეი), ექტორ მორენო (მონტერეი), ხორხე სანჩესი (აიაქსი, ნიდერლანდები), იოჰან ვასკესი (კრემონეზე, იტალია)

ნახევარმცველები: რობერტო ალვარადო (გვადალახარა), ედსონ ალვარესი (აიაქსი, ნიდერლანდები), ლუის ჩავესი (პაჩუკა), ანდრეს გუარდადო (ბეტისი, ესპანეთი), ერიკ გუტიერესი (პსვ ეინდჰოვენი, ნიდერლანდები), ექტორ ერერა (ჰიუსტონი), ორბელინ პინედა (აეკ, საბერძნეთი), შარლი როდრიგესი (კრუს ასული), ლუის რომო (მონტერეი)

თავდამსხმელები: ურიელ ანტუნა (კრუს ასული), როხელიო ფიუნეს მორი (მონტერეი), რაულ ხიმენესი (ვულვზი, ინგლისი), ირვინგ ლოზანო (ნაპოლი, იტალია), ანრი მარტინი (ამერიკა), ალექსის ვეგა (გვადალახარა)

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე მექსიკის ნაკრების მეტოქეები არგენტინა, პოლონეთი და საუდის არაბეთი იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122198