ფეხბურთი

13:18 | 13.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

დიეგომ კარიერა დაასრულა

ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა. „ფლამენგოს“ 37 წლის ნახევარმცველმა ამის შესახებ განცხადება თვითონ გააკეთა.

„ფიზიკურად კარგად ვარ. ეს იყო სეზონში, რომელშიც თითქმის 40 თამაში ჩავატარე ტრავმების გარეშე. ფეხბურთელისთვის კარიერის დასრულება რთულია, მაგრამ ვიცი, რომ ამ პერიოდს დავძლევ. შეთავაზებები, რომლებიც სხვა კლუბებიდან მივიღე ჩემთვის მოსაწონი არ იყო. არ შემიძლია სხვა კლუბში წავიდე, რადგან 100%-ით მართალი არ ვიქნები. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კარიერა დავასრულო“, - თქვა დიეგომ.

შეგახსენებთ, რომ დიეგომ კარიერა „სანტოსში“ დაიწყო, შემდეგ კი „პორტუში“, „ვერდერში“, „იუვენტუსში“, „ვოლფსბურგში“, „ატლეტიკოში“, „ფენერბაჰჩესა“ და „ფლამენგოში“ ითამაშა, რომლის ღირსებას 2016 წლიდან იცავდა. კარიერის საუკეთესო პერიოდი დიეგომ ბრემენის „ვერდერში“ გაატარა. ბრაზილიის ნაკრებში მან 34 შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა.

0.11435