ფეხბურთი

22:54 | 12.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ მსოფლიო ჩემპიონტამდე ერთი კვირით ადრე, ავად გახდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, შესაძლოა, „ფულემთან“ პრემიერლიგის მე-16 ტურის საკვირაო მატჩი გამოტოვოს - წერს Sports Brief.

პორტუგალიელმა „ასტონ ვილასთან“ სათასო შეხვედრშიც არ ითამაშა, რომელიც მანკუნიანელებმა 4:2 მოიგეს. „იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა განაცხადა, რომ შესაძლოა, კრიშტიანუ „ფულემთან“ შეხვედრამდე გამოჯანმრთელდეს.

წყაროს ცნობით, რონალდუ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ავად გახდა. მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

პორტუუგალიის ნაკრები მუნდიალის H ჯგუფშია, განის, ურუგვაისა და სამხრეთ კორეის ეროვნულ გუნდებთან ერთად. ფერნანდუ სანტუშის გუნდი პირველ მატჩს 24 ნოემბერს გამართავს აფრიკულ ნაკრებთან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116215