„ნაპოლის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ოტავიო ბიანკიმ, რომელიც დიეგო მარადონას მწვრთნელი იყო იტალიურ კლუბში, სწორედ არგენტინელთან ხვიჩა კვარაცხელიას შედარებაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, მსგავს პარალელებს აზრი არ აქვს, რადგან 21 წლის ბიჭზე ზედმეტი ზეწოლა არ უნდა განხორციელდეს:
„თავი დავანებოთ შედარებას, არა იმიტომ, რომ პარალელის გავლება არ შეიძლება, არამედ იმიტომ, რომ აზრი არ აქვს ზედმეტ ზეწოლას 21 წლის ბიჭზე, რომელიც იტალიის ჩემპიონატში თავის სადებიუტო სეზონში ასე კარგად თამაშობს. ვის შეუძლია თქვას, რომ მოცარტი უკეთესი იყო თუ ბეთჰოვენი? ესეც გემოვნების საკითხია“, - თქვა ბიანკიმ.
შეგახსენებთ, რომ ოტავიო ბიანკიმ 1987 წელს „ნაპოლის“ ისტორიაში პირველი სკუდეტო მოაგებინა, ხოლო 1989 წელს - უეფას თასი.