ფეხბურთი

20:36 | 11.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის არგენტინის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის არგენტინის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ლიონელ სკალონიმ საბოლოო, 26-კაციანი განაცხადი დაასახელა.

არგენტინა კატარში ერთ-ერთი ფავორიტის რანგში ითამაშებს, რადგან 2019 წლის ზაფხულიდან მოყოლებული თამაში არ წაუგია და სწორედ მუნდიალზე შეუძლია იტალიის ნაკრების მიერ 2021 წელს დამყარებული წაუგებელი სერიის რეკორდი გააუმჯობესოს. განაცხადშია პაულო დიბალა, რომელმაც ვარჯიში ახლახან დაიწყო და თითქმის ორი თვე ლაზარეთში გაატარა.

მეკარეები: ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, ინგლისი), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), ხერონიმო რული (ვილიარეალი, ესპანეთი)

მცველები: გონსალო მონტიელი (სევილია, ესპანეთი), ნაჰუელ მოლინა (ატლეტიკო, ესპანეთი), ხუან ფოიტი (ვილიარეალი, ესპანეთი), ხერმან პეცელა (ბეტისი, ესპანეთი), კრისტიან რომერო (ტოტენჰემი, ინგლისი), ლისანდრო მარტინესი (მანჩესტერი, ინგლისი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა, პორტუგალია), მარკოს აკუნია (სევილია, ესპანეთი), ნიკოლას ტალიაფიკო (ლიონი, საფრანგეთი)

ნახევარმცველები: გუიდო როდრიგესი (ბეტისი, ესპანეთი), ლეანდრო პარედესი (იუვენტუსი, იტალია), როდრიგო დე პაული (ატლეტიკო, ესპანეთი), ენცო ფერნანდესი (ბენფიკა, პორტუგალია), ეზეკიელ პალასიოსი (ლევერკუზენი, გერმანია), ალეხანდრო გომესი (სევილია, ესპანეთი), ალექსის მაკალისტერი (ბრაიტონი, ინგლისი)

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (პსჟ, საფრანგეთი), პაულო დიბალა (რომა, იტალია), ანხელ დი მარია (იუვენტუსი, იტალია), ნიკო გონსალესი (ფიორენტინა, იტალია), ხოაკინ კორეა (ინტერი, იტალია), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, იტალია), ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი)

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე საუდის არაბეთის, მექსიკისა და პოლონეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114268