იტალიურმა „ნაპოლიმ“ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას კონტრაქტი გაუხანგრძლივა. როგორც კლუბის განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა თანამშრომლობა 2025 წლის ზაფხულამდე განაახლეს.
კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის მიხედვით ანგისას კონტრაქტის 2027-წლამდე გახანგრძლივებაც შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა „ნაპოლიში“ 2021 წლიდან ირჯება და 47 შეხვედრაში თავი 3 გოლით გამოიჩინა. მანამდე ის „მარსელის“, „ფულჰემისა“ და „ვილიარეალის“ წევრი იყო.