ინგლისის ლიგის თასის ყველა მერვედფინალისტი გაირკვა და ასევე ცნობილი გახდა წყვილები, რომლითაც მერვედფინალური ეტაპი დაკომპლექტდა.
აღსანიშნავია, რომ კარაბაოს თასის ამ ეტაპზე სუპერდაპირისპირება შედგება - „მანჩესტერ სიტი“ „ლივერპულს“ შეხვდება. ინგლისის ლიგის თასის მერვედფინალურ ეტაპზე გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
„ვულვზი“ – „ჯილინგემი“
„საუთჰემპტონი“ – „ლინკოლნი“
„ბლექბერნი“ – „ნოტინგემი“
„ნიუკასლი“ – „ბორნმუთი“
„მანჩესტერ სიტი“ – „ლივერპული“
„მანჩესტერი“ – „ბარნლი“
„დონსი“ – „ლესტერი“
„ჩარლტონი“ – „ბრაიტონი“
მატჩები 19 დეკემბრის შემდეგ გაიმართება, ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.