ფეხბურთი

21:07 | 10.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოლონეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის

პოლონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შჩესლავ მიხნიევიჩმა პოლონეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

პოლონელთა 26-კაციან განაცხადში არაერთი გამორჩეული ფეხბურთელია, მათ შორის რობერტ ლევანდოვსკი და პიოტრ ჟელინსკი. პოლონეთი მუნდიალზე შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს.

მეკარეები: ბართოლომეი დრონგოვსკი (სპეცია, იტალია), ლუკაშ სკორუპსკი (ბოლონია, იტალია), ვოიცეხ შჩესნი (იუვენტუსი, იტალია)

მცველები: იან ბედნარეკი (ასტონ ვილა, ინგლისი), ბარტოშ ბერეშინსკი (სამპდორია, იტალია), მატი კეში (ასტონ ვილა, ინგლისი), კამილ გლიკი (ბენევენტო, იტალია), რობერტ გუმნი (აუგსბურგი, გერმანია), არტურ იედრეიჩეკი (ლეგია), იაკუბ კივიორი (სპეცია, იტალია), მატეუშ ვიეტესკა (კლერმონი, საფრანგეთი), ნიკოლა ზალევსკი (რომა, იტალია)

ნახევარმცველები: კრისტიან ბიელიკი (ბირმინგემი, ინგლისი), პრჟემისლავ ფრანკოვსკი (ლანსი, საფრანგეთი), კამილ გროსიჩკი (პოგონი), იაკუბ კამინსკი (ვოლფსბურგი, გერმანია), გჟეგოჟ კრიხოვიაკი (ალ-შაბაბი, საუდის არაბეთი), მიხალ სკორაში (ლეხი), დამიან შიმანსკი (აეკ, საბერძნეთი), სებასტიან შიმანსკი (ფეიენოორდი, ნიდერლანდები), პიოტრ ჟელინსკი (ნაპოლი, იტალია), შიმონ ზურკოვსკი (ფიორენტინა, იტალია)

თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა, ესპანეთი), არკადიუშ მილიკი (იუვენტუსი, იტალია), კშიშტოფ პიონტეკი (სალერნიტანა, იტალია), კაროლ სვიდერსკი (შარლოტი, აშშ)

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მექსიკის, საუდის არაბეთისა და არგენტინის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.10683