ფეხბურთი

14:25 | 10.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩისთვის ცნობილია

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მაროკოსთან ამხანაგური მატჩისთვის ცნობილია. ვილი სანიოლმა ნოემბრის შეკრებისთვის, რომლის ფარგლებში საქართველო ერთ სპარინგს ჩაატარებს, 22 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდნენ გიორგი ქვილითაია, ლევან შენგელია და გიორგი ბერიძე, რომლებიც ბოლო პერიოდში სანიოლის რჩეულთა შორის არ იყვნენ. განაცხადშია ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელსაც წელის ტრავმა აქვს, მაგრამ სავარაუდოდ, მაროკოსთან მატჩამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

გარდა ამისა, სანიოლმა გუნდში ორი დებიუტანტი გამოიძახა. "საბურთალოს" ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი და მოსკოვის "დინამოს" მცველი საბა საზონოვი. სამაგიეროდ, განაცხადში არ არიან დავით ხოჭოლავა და გიორგი მიქაუტაძე. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, ამის მიზეზი საკლუბო დონეზე გასამართი მატჩებია. ტრავმის გამო განაცხდში არ არიან ბუდუ ზივზივაძე და ოთარ კაკაბაძე. სანიოლის სიაში ვერ მოხვდნენ ირაკლი აზაროვი და გურამ გიორბელიძე, რომელთაც ბოლო დროს კლუბში ბევრი სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი)

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), ჯემალ ტაბიძე ("დინამო თბილისი"), საბა საზონოვი ("დინამო", რუსეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი ("საბურთალო")

ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, საბერძნეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო თბილისი"), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო ბათუმი"), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია)

თავდამსხმელები: დავით ვოლკოვი („საბაჰი“, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე („ანკარაგუჯუ“, თურქეთი), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, კვიპროსი)

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს, 20:00 საათზე ქალაქ შარჯაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები აღნიშნულ თამაშს ერთწლიანი და 11-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება, რომლის ფარგლებში ვილი სანიოლის გუნდმა 9 მატჩი მოიგო და ორჯერ ფრეს დასჯერდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1107