„ბარსელონას“ ყოფილმა მცველმა, ჟერარ პიკემ, რომელმაც მოთამაშის კარიერა რამდენიმე დღის წინათ დაასარულა, ჟურნალისტებს თავისი ახლო მომავლის შესახებ ესაუბრა.
„გავხდები თუ არა „ბარსელონას“ პრეზიდენტი? ამაზე ჯერ არ ვფიქრობ. ამჟამად სხვა ბევრი საქმეც მაქვს. მაგრამ ძალიან მინდა ჩემი ცხოვრების კლუბს რაიმეთი დავეხმარო.“ - ციტირებს 35 წლის პიკეს სიტყვებს Barca Universal.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტაა. კლუბის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები კი 2025 წელს გაიმართება.