საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია. დიდიე დეშამმა განაცხადი ოფიციალურად დაასახელა და შემადგენლობაში 25 ფეხბურთელი შეიყვანა.
მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი კატარში ტიტულის შესანარჩუნებლად ნგოლო კანტეს, პოლ პოგბასა და მაიკ მენიოს გარეშე ითამაშებს, რომლებიც ტრავმირებულები არიან. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: ალფონს არეოლა (ვესტ ჰემი, ინგლისი), უგო ლორისი (ტოტენჰემი, ინგლისი), სტივ მანდანდა (რენი)
მცველები: ლუკას ერნანდესი (ბაიერნი, გერმანია), ტეო ერნანდესი (მილანი, იტალია), პრინსელ კიმპემბე (პსჟ), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული, ინგლისი), ჟულ კუნდე (ბარსელონა, ესპანეთი), ბენჟამენ პავარი (ბაიერნი, გერმანია), ვილიამ სალიბა (არსენალი, ინგლისი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი, გერმანია), რაფაელ ვარანი (მანჩესტერი, ინგლისი)
ნახევარმცველები: ედუარდო კამავინგა (რეალი, ესპანეთი), იუსუფ ფოფანა (მონაკო), მატეო გენდუზი (მარსელი), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი, იტალია), ორელინ ჩუამენი (რეალი, ესპანეთი), ჯორდან ვერეტუ (მარსელი)
თავდამსხმელები: კარიმ ბენზემა (რეალი, ესპანეთი), კინგსლი კომანი (ბაიერნი, გერმანია), უსმან დემბელე (ბარსელონა, ესპანეთი), ოლივიე ჟირუ (მილანი, იტალია), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, ესპანეთი), კილიან მბაპე (პსჟ), კრისტოფერ ნკუნკუ (ლაიფციგი, გერმანია)
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიის, დანიისა და ტუნისის ნაკრებებს დაუპირისპირდება.