ძიუდო

18:57 | 9.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

პარა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეს ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვეს

ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა პარასპორტსმენებმა საქართველოს კიდევ 2 მედალი მოუტანეს. ინა ქალდანმა ბრინჯაო, ხოლო ზვიად გოგოჭურმა ვერცხლი.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქალდანი მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფ კანადელ პარაძიუდოისტს მიშელ იორგენსენს დაუპირისპირდა, რომელსაც მე-9 წამზე ვაზარი აუღო, 29-ე წამზე კი იპონი გაიფორმა და ორთაბრძოლა ეფექტური გდებით დაასრულა.

ინამ დღეს პარალიმპიურ ჩემპიონს, მასპინძელ პარა ძიუდოისტსაც მოუგო, ნახევარფინალი კი ბრაზილიელ ტიტულოვან მეტოქესთან ალანა მალდონადოსთან დათმო, ვინც ტოკიოს პარალიმპიადის გამარჯვებულია.

გოგოჭურმა კი ყველა ორთაბრძოლა იპონით მოიგო და ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ქართველი პარაძიუდოისტი ფრანგ ელიოს ლატშუმანაიას შეხვდა და ამჯერად იპონით თავად დამარცხდა.

გეტყვით, რომ რევაზ ჩიკოიძემ ასპარეზობის გაგრძელება ტრავმის გამო ვეღარ შესძლო. ამრიგად, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ეროვნული ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია, ქალდანისა და გოგოჭურის გარდა პირველ დღეს ბრინჯაო ზურაბ ზურაბიანმა მოიპოვა.

0.112901