ფეხბურთი

14:55 | 9.11.2022 | ნანახია 1321 - ჯერ

სადიო მანე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

მსოფლიოს ჩემპიონატს სადიო მანე დააკლდება. მიუნხენის „ბაიერნისა“ და სენეგალის ნაკრების ლიდერის ტრავმა სერიოზულია.

სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ მას მყესის დაზიანება აქვს, რის გამოც კატარში დაგეგმილ მუნდიალზე ვერ ითამაშებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

მანემ ტრავმა ბრემენის „ვერდერთან“ შეხვედრის დასაწყისში მიიღო და მოედნის იძულებით დატოვება მოუწია, ახლა კი მუნდიალსაც გამოტოვებს.

სენეგალის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში მესამედ ითამაშებს, მაგრამ უდავო ლიდერის გარეშე.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:43 | 09.11.2022
jimibarca (206)

ვაა მართლა რეები ხდება, მანე, პოგბა, კანტე, ვერნერი, მენიო, ჯეიმსი, ჟოტა და კიდევ სხვები, ამდენი ვარსკვლავის არ ყოფნა მსოფლიოზე კატასტროფაა, მას გარდა არავინ იცის იქნებიან თუ არა ბენზო, დი მარია, სონი, პარედესი...... ხოდა იმედია ამ ბოლო თამაშებს ყატარში მიმავალ ვარსკვლავებს აღარ ათამაშებენ კლუბები, თორემ კიდევ თუ ვინმე გამოაკლდა ჩემპიონატს, ბარემ წავალ და მე ვითამაშებ.

16:45 | 09.11.2022
Kobe Bean (21723)

ლოჩელსომ ოღონდ ოპერაცია არ გამიკეთოთ,გამიშვით მსოფლიოზე და 2 თვე არ ავიღებ ხელფასსო მაგრამ მაინც გაუკეთეს.იმედია პარედესი და დიმარია მაინც გამოჯანმრთელდებიან.პარედესი-დეპაულის დუეტს კი ლოჩელსოს ნაცვლად ენცო უნდა დაამატოს სკალონიმ.მესი დიმარია ლაუტარო წინ.იმედია ეგენი მაინც იქნებიან ჯანმრთელი

16:30 | 09.11.2022
Kobe Bean (21723)

რამდენი ფეხბურთელი ამ მსოფლიოს რა უბედურებაა.მანე ვერაფერს იზამთა თავისი ნაკრებით მაგრამ მაინც საწყენია ასეთი ფეხბურთელის მსოფლიოზე ვერნახვა.იქ ფრანგებს აკლიათ პოგბა კანტე,არგენტინას დიბალა ლოჩელსო,არავინ იცის დიმარიას და პარედესის ამბავიც.ემილიანო მარტინესიც ტრავმირებული იყო და რომეროც.ძაან ცუდ დროს ატარებენ ამ მუნდიალს,ფეხბურთელებს ეშინიათ მინდორზე გასვლის.მესიც ოსერთან რატომ აპირებს თამაშს ვერ გავიგე,როცა ადრე ნათქვამი ქონდა რომ ბოლო ტურს გამოტოვებდა.ნუ ალბათ ლორიანის გამოტოვების შემდეგ გადაწყვიტა ოსერთან თამაშით ცოტა ფორმა აღიდგინოს

16:40 | 09.11.2022
Kobe Bean (21723)

*რამდენი ფეხბურთელი ტოვებს ამ მსოფლიოს რა უბედურებაა.არგენტინას აქვს ძაან სერიოზული პრობლემები,სკალონიმ ვეღარ გაიგო ვინ გამოიძახოს.ტიპმა უბრალოდ არ იცის ვინ იქნება მზად მუნდიალისთვის და ვინ არა.ლოჩელსო მაგარი დანაკლისია,პარედესი დეპაული ლოჩელსო ნორმალურ ცენტრს ქმნიდნენ.დიბალა კიდევ სკამიდან მაინც გამოადგებოდა ან ლოჩელსოს ნაცვლად ითამაშებდა.დიმარია რა ფორმაში იქნება არ იციან.მესიმაც ორი ტრავმა გადაიტანა და კანკალობს ტიპი ტრავმის შიშით.ტრავმებს იღებენ ისეთი ფეხბურთელები რომლებიც თამაშის გამწვავებაზე მიდიან,დრიბლინგზე-კაცის მოტყუებაზე,ორთაბრძოლებში და ასე შემდეგ.აბა კრისტინას რა მიაღებინებს ტრავმას,ტიპს 20 თამაშში 1 წარმატებული დრიბლინგი არ ქონია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125826
სარეკლამო ადგილი - 99
X x X