ფეხბურთი

20:08 | 8.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მესი ვარჯიშს ხუთშაბათს განაახლებს

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელი ლიონელ მესი საწვრთნელ პროცესს 10 ნოემბერს დაუბრუნდება. ამის შესახებ L’Equipe იტყობინება.

არგენტინელ ფეხბურთელს აქილევსის ანთება დაუდგინდა, რის გამოც პსჟ-ს ბოლო მატჩი „ლორიანის“ წინააღმდეგ (2:1) გამოტოვა. როგორც ფრანგული მედია წერს, მესი „ოსერთან“ 13 ნოემბერს გასამართი შეხვედრისთვის მზად იქნება.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე ეს პარიზელთა ბოლო თამაში იქნება, შემდეგ კი მესი მთელ კონცენტრაციას მუნდიალზე მოახდენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.178586