იტალიელმა ჟურნალისტმა ჩირო ვენერატომ ხვიჩა კვარაცხელია და „მილანის“ ფეხბურთელი რაფაელ ლეაუ შეადარა. როგორც მან თქვა, ისინი სტილით განსხვავებული მოთამაშეები არიან, მაგრამ თამაშში განსხვავების შექმნა ორივეს შეუძლია.
„კვარაცხელია და ლეაუ განსხვავებული ფეხბურთელები არიან. ქართველს უყვარს ბურთით მოძრაობის დაწყება, პორტუგალიელი კი უფრო სიღრმეებში უტევს. რაფაელი უფრო თავდამსხმელია, ხვიჩა კი გარემარბი, თუმცა ორივე ფენომენია და შეუძლიათ განსხვავების შექმნა. ლეაუს სერია A-ში თავის პირველ სეზონში გაუჭირდა, ერთ წელზე მეტი დასჭირდა „როსონერის“ სათამაშო სისტემაში ჩასაწერად. კვარა კი ეგრევე აფეთქდა და მაშინვე აჩვენა თავისი შესაძლებლობები“, - თქვა ვენერატომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია წელის ტრავმის გამო „ნაპოლის“ ჯერჯერობით ვერ ეხმარება და შესაძლოა შაბათს, „უდინეზესთან“ მატჩიც გამოტოვოს.