ფეხბურთი

16:45 | 8.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის

ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეჰემ არნოლდმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 26-კაციანი განაცხადი დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ შემადგენლობაში ვერ მოხვდა „რომას“ 18 წლის გამთამაშებელი კრისტიან ვოლპატო, რომელზეც დიდ იმედს ამყარებენ. საქმე ისაა, რომ ვოლპატო იტალიელია, მაგრამ ავსტრალიაში დაბადებული და გაზრდილია, ამ ქვეყნის მოქალაქეობაც აქვს. როგორც ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, არნოლდმა განაცხადა, ვოლპატოს გამოძახება სურდა, მაგრამ ნიჭიერმა ფეხბურთელმა მიწვევაზე უარი თქვა, რადგან ის იტალიის ნაკრებში თამაშზე ოცნებობს და ამის იმედიც აქვს.

„კრისტიანს გუშინ სამჯერ დავურეკე, დავარწმუნე, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანდი, მაგრამ დაფიქრების შემდეგ მან ჩემს შეთავაზებაზე უარი თქვა“, - თქვა განაცხადა არნოლდმა.

ვოლპატოს „რომას“ მთავარ გუნდში დებიუტი გასულ სეზონში ჰქონდა და 1 გოლიც გაიტანა, ხოლო მიმდინარე სეზონში მან თავი 1 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა, რაც იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ 18 წლისაა და დიდი სათამაშო დრო არ აქვს, ურიგო შედეგი არაა. იტალიაში მასზე სპეციალისტები დიდ იმედს ამყარებენ.

ავსტრალიის ნაკრების განაცხადი კი მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთია:

მეკარეები: მეთ რაიანი (კოპენჰაგენი), ენდრიუ რედმეინი (სიდნეი), დენი ვუკოვიჩი (მარინერსი)

მცველები: აზიზ ბეჰიჩი (დანდი იუნაიტედი), მილოშ დეგენეკი (კოლამბუსი), ბაილი რაიტი (სანდერლენდი), ჰარი სუტარი (სტოკ სიტი), ფრან კარაჩიჩი (ბრეშა), ნათანიელ ატკინსონი (მიდლოთეინი), ჟოელ კინგი (ოდენსე), კაილ როულსი (მიდლოთეინი), ტომას დენგი (ნიიგატა)

ნახევარმცველები: აარონ მუი (სელტიკი), ჯექსონ ირვინი (ზანტკ პაული), აიდინ ჰრუსტიჩი (ვერონა), რილი მაკგრი (მიდლსბრო), ქემერონ დევლინი (მიდლოთეინი), კეანუ ბაკუსი (სენტ მირენი)

თავდამსხმელები: მეთიუ ლეკი (მელბურნი), ავერ მაბილი (კადისი), ჯეიმი მაკლარენი (მელბურნი), მიტჩელ დეკი (ოკაიამა), მარტინ ბოილი (ჰიბერნიანი), კრეიგ გუდვინი (ადელაიდე იუნაიტედი), გარანგ კუოლი (მარინერსი), ჯეისონ კემინგსი (მარინერსი),

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთის, ტუნისისა და დანიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

0.107068