ფეხბურთი

13:50 | 8.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

გარი ნევილი: „არ მგონია, ალექსანდერ-არნოლდი ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში მოხვდეს“

ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი, გარი ნევილი, ფიქრობს, რომ „ლივერპულის“ უკანახაზელი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, შესაძლოა, ინგლისელთა სამუნდიალო განაცხადში ვერ მოხვდეს.

„როგორ აპირებს ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატზე მოგებას ან წაგებას? თუ ფლეი-ოფში მოვხდით, ვერ წარმომიდგენია გარეთ საუთგეიტმა როგორ უნდა ათამაშოს ტრენტი.

გულწრფელად მინდა, რომ ალექსანდერ-არნოლდი ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა მცველი იყოს, მაგრამ არ მგონია საუთგეიტი მას გასავარდნ მატჩბში ენდოს. ამიტომ ეს ფაქტი იმოქმედებს ლივერპულელის გამოძახება-არგამოძახებაზე.“ - ციტირებს ნევილის სიტყვებს Sky Sports.

„სამი ლომის“ შემადგენლობაში 24 წლის ტრენტმა ბოლოს 2022 წლის 4 ივნისს უნგრეთთან ერთა ლიგის მატჩში ითამაშა (0:1).

0.11704