ფეხბურთი

13:16 | 8.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალვეში: „სელესაოში კვლავ გამოძახებამ ამაყი გამხადა“

მექსიკური „უნამ პუმასის“ მცველი, 39 წლის დანი ალვეში, აღფრთოვანებულია ბრაზილიის ნაკრებში სამუნდიალოდ გამოძახებით.

„ეს ჩემი გამარჯვების დღეა. ძალიან მიხარია. სელესაოში კვლავ გამოძახებამ ამაყი გამხადა. ოთხი წლის წინათ ასეთივე სიტუაცაში ვიყავი, მაგრამ მაშინ სერიოზული ტრავმის გამო ვერ ვითამაშე მსოფლიო ჩემპიონატზე. ახლა კი მწუხარების ცრემლები სიხარულისამ შეცვალა.

ბანალური ფრაზა: „არასოდეს თქვა უარი საკუთარ ოცნებაზე“ გამართლდა. ახლა აქ ვარ და დიდი იმედით ველი ყატარის ტურნირს.“ - ციტირებს ალვეშის სიტყვებს Globo.

ალვეშს ბრაზილიის ნაკრებში დებიუტი 2006 წელს ჰქონდა.დღემდე სელესაოში 124 მატჩი ჩაატარა, რვა ბურთი გაიტანა და 21 საგოლე პასი შეასრულა.

ორ-ორჯერ მოიგო კოპა ამერიკა (2007, 2019) და კონფედერაციათა თასი (2009, 2013). შარშან კი ტოკიოში, ბრაზილიის ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად ტურნირის გამარჯვებული გახდა.

0.192064