კვირის სათამაშო დღის ბოლო მატჩი, სევილიური დერბი „ბეტისსა“ და „სევილიას“ შორის, მართალც საინტერესო საცქერი გამოდგა. მსაჯმა, ხოსე მარია სანჩეს მარტინესმა, სამი ფეხბურთელი გააძევა და 9 გააფრთხილა. თამაში მომენტების სიუხვით არ გამოირჩეოდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მაგრამ დაძაბულობა აპოთეოზს აღწევდა.
ჯერ სტუმრები დარჩნენ კაცნაკლული, წითელი ბარათი 38-ე წუთზე გონსალო მონტიელმა მიიღო. მერე მასპინძელთა ჯერი დადგა, მინდორი ნაბილ ფეკირმა (45+3) და ბორხა იგლესიამა დატოვეს.
„ბეტისი“ ხესუს ნავასის ავტოგოლით იგებდა, მაგრამ 81-ზე სტუმართა სერბმა, ნემანია გუდელმა, ულამაზესი გოლი გაიტანა დაახლოებით 27 მეტრიდან. გუდელს მალევე თავისიანების დაწინაურებაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ხარიხას მოხვდა. საბოლოოდ - 1:1.
„ატლეტიკომ“ „ესპანიოლს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ გუნდები სხვადასხვა პოლუსზე დგანან, ძალიან რთულ ბრძოლაში მოახერხა ქულის გადარჩენა. არადა, სტუმრები 28-ე წუთიდან კაცნაკლულნი დარჩნენ, როცა მსაჯმა ხუან პულიდო სანტანამ კატალონიელთა ურუგვაელი მცველი, ლეანდრო კაბრერა გააძევა. მიუხედავად ამისა, „ესპანიოლი“ სერხი დარდერის გოლით იგებდა და ჟოაუ ფელიქსმა 79-ე წუთზე გაათანაბრა.
„ვალენსიამ“ ასევე კაცნაკლულ „სოსიედადს“ ვერ აჯობა (1:1). მართალია „ღამურები“ სტუმრად თამაშობდნენ, მაგრამ მასპინძელი ბასკები მე-17 წუთიდან უმცირესობაში დარჩნენ - არიც ელუსტონდო გააძევეს.
„ვილიარეალი“ – „მალიორკას“ შეხვედრაში (0:2) არავინ გაუძეევბიათ, მაგრამ მსაჯმა, ალეხანდრო მუნის რუსმა, 10 ფეხბურთელი გააფრთხილა.
ჯამში, მე-13 ტურში, რომელიც ორშაბათს „რაიო ვალეკანოსა“ და მადრიდის „რეალის“ მატჩით დასრულდება, მსაჯებმა ფეხბურთელებს 8 წითელი და 47 ყვითელი ბართი უჩვენეს...
ესპანეთი
პრიმერა დივიზიონი
მე-13 ტური. 6 ნოემბერი
ბეტისი - სევილია 1:1
სევილია. „ბენიტო ვილიამარინი“
1:0 ნავასი (43 საკ. კაში), 1:1 გუდელი (81)
ბეტისი: ბრავო, საბალი, პესელია, გონსალესი, მორენო, როდრიგესი, კარვალიუ (გუარდადო 58), კანალესი (ვილიანი 90+1), რუიბალი (ენრიკე 57), ფეკირი, იგლესიასი
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
სევილია: ბონო, მონტიელი, გუდელი, რეკიკი, აკუნია (ტელესი 46), რაკიტიჩი, ხორდანი (დოლბერგი 78), ტორესი (ენ ნესირი 50), ლამელა, გომესი, მირი (ნავასი 43)
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი
მსაჯი: ხოსე მარია მარტინესი
გაფრთხილება: კარვალიუ (45+3), ენრიკე (83), მორენო (88), ბრავო (90); აკუნია (38), ლამელა (66), გომესი (70), გუდელი (75), ტელესი (83)
გაძევება: ფეკირი (45+3), იგლესიასი (49) - ბეტისი; მონტიელი (38) - სევილია
ატლეტიკო - ესპანიოლი 1:1
მადრიდი. „ცივიტას მეტროპოლიტანო“
0:1 დარდერი (62), 1:1 ფელიქსი (79)
ატლეტიკო: ობლაკი, მანდავა, ხიმენესი, მოლინა, კარასკო (ფელიქსი 66), კონდოგბია (ვიტსელი 46), დე პაული (კორეა 46), ლორენტე, გრიზმანი (ლემარი 73), მორატა (კუნია 73)
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
ესპანიოლი: ლეკომტი, ოლივანი (სიმო 56), კაბრერა, კალერო, ხილი (ელ ჰილალი 88), ბარე (გომესი 35), დარდერი, სოუზა, ბრეითვეიტი (პუადო 56), ალეიშ ვიდალი (ლოსანო 88), ხოსელუ
მწვრთნელი: დიეგო მარტინესი
მსაჯი: ხუან პულიდო სანტანა
გაფრთხილება: კონდოგბია (59), ხიმენესი (83), ფელიქსი (87); ოლივანი (35), ბრეითვეტი (53), ლეკპმტი (74), ვიდალი (86), ელ ჰილალი (90+6)
გაძევება: კაბრერა (28) - ესპანიოლი
სოსიედადი - ვალენსია 1:1
1:0 გილიამონი (10 საკ. ,კარში), 1:1 ლინო (25)
გაძევება: ელუსტონდო (17) - სოსიედადი
ვილიარეალი - მალიორკა 0:2
0:1 მურიკი (32), 0:2 ამატი (76)