სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

11:06 | 5.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ჟორდი ალბა დაუკავშირეს

„ბარსელონა“ შესაძლოა ჟორდი ალბამ იანვრის სატრანსფერო პერიოდში დატოვოს და ერთ-ერთი კლუბი, რომელსაც დაუკავშირეს, იტალიური „ნაპოლია“.

El Nacional-ის ცნობით, 33 წლის ფეხბურთელი კატალონური კლუბის გეგმებში არ შედის და მაღალი ხელფასის გამო მზადა ის ზამთარში იჯარით გაუშვას ან კონტრაქტი საერთოდ გაუწყვიტოს.

ჯერჯერობით, დეტალები უცნობია, მაგრამ ესპანელი ფეხბურთელი „ნაპოლისაც“ დაუკავშირეს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ლუჩანო სპალეტის განკარგულებაში ორი მარცხენა მცველია - მარიო რუი და მატიას ოლივერა. შესაბამისად, ჟორდი ალბას ტრანსფერის შანსი არცთუ ისე მაღალია.

შეგახსენებთ, რომ ალბა „ბარსელონაში“ 2012 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ 439 მატჩში 25 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114874
სარეკლამო ადგილი - 99
X x X