„ვალენსიას“ გენერალურმა დირექტორმა მიგელ ანხელ კორონამ განაცხადა, რომ კლუბის უახლოესი გეგმები ჯენარო გატუზოს უკავშირდება და იტალიელი სპეციალისტი მათი პროექტის ფუნდამენტური ნაწილია.
„გვინდა ფოკუსირება მომავლის „ვალენსისასა“ და ჩვენს მიერ დაგეგმილ რეკონსტრუქციაზე მოვახდინოთ. იმ წელს, როდესაც პანდემია დაიწყო, ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ გავედით და ამან რა თქმა უნდა, კლუბის ეკონომიკურ სიძლიერეზე იმოქმედა. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ ყველაფერი გრძელვადიანი პროექტის მეშვეობით აღვადგინოთ, რომელშიც ჩვენი მწვრთნელი ჯენარო გატუზო, როგორც გამოცდილი, ძლიერი ხასიათისა და მენტალიტეტის მქონე ადამიანი, ფუნდამენტურ ნაწილს წარმოადგენს. მისი მუშაობით ჩვენ მენტალიტეტსა და თამაშის სტილს ვცვლით“, - თქვა კორონამ.
შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზომ „ვალენსია“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა და ესპანური კლუბი ლა ლიგაში 12 ტურის შემდეგ 15 ქულით მეათე ადგილზეა.