„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ დააანონსა, რომ ჟერარ პიკეს შემცვლელის ყიდვას კლუბი იანვრის სატრანსფერო პერიოდში ეცდება.
„სეზონის დაწყებამდე საუბარი გვქონდა და მას ვაცნობე ჩემი გეგმები. ეს იყო ერთი-ერთი ყველაზე რთული დღეს ჩემს სამწვრთნელო კარიერაში. რა თქმა უნდა, პიკეს წასვლის შემდეგ ცენტრალურ მცველს შევიძენთ, ეს ჩვენი პრიორიტეტი იქნება“, - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ ჟერარ პიკემ კარიერის დასრულების შესახებ გუშინ განაცხადა. ის „კამპ ნოუზე“ ბოლო მატჩს 5 ნოემბერს, „ალმერიას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.