ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არაა. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
როგორც ცნობილი გახდა, კვარამ წელის დაზიანება დღეს, ვარჯიშის ბოლოს მიიღო, რის შედეგადაც სამედიცინო და სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს და რისკზე წასვლას მოერიდნენ, რადგან გუნდს კიდევ ბევრი თამაში აქვს.
კვარას უნდა, რომ მოედანზე უმოკლეს ვადაში დაბრუნდეს და იმედოვნებენ, რომ ის 8 ნოემბერს, „ემპოლისთან“ საშინაო შეხვედრაში თამაშს მოახერხებს.
შეგახსენებთ, კვარაცხელია ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩს გამოტოვებს და გუნდს ბერგამოში საერთოდ არ გაჰყვება.