ძიუდო

14:38 | 4.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების წარუმატებელი სტარტი ბაქოს გრანდ სლემზე

ბაქოს გრანდ სლემი საქართველოსთვის უშედეგოდ დაიწყო. შეჯიბრის პირველ დღეს ტატამიზე ორი ქართველი გავიდა და ორივე მათგანი უმედლოდ დარჩა.

6 კგ წონით კატეგორიაში გიორგი თუთაშვილი მეორე წრიდან ჩაერთო და ესტონელი ოსკარ პერტელსონი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ ყაზახ გუსმან ყირგიზბაეივთან წააგო და ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა.

ამავე წონაში ვაჟა მარგველაშცილმა ბაჰრეინელ რამაზან კოდჟაკოვს აჯობა, თუმცა შემდეგ აზერბაიჯანელ კამრან სულეიმანოვთან მარცხი განიცადა და ისიც ასპარეზობას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ბაქოს გრანდ სლემზე შაბათ-კვირას კიდევ 9 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

0.117044