ფეხბურთი

21:24 | 3.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა: "არ ვიცოდით, რომ პირველი ადგილისთვის კიდევ ერთი გოლი გვჭირდებოდა"

„პარი სენ ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ განაცხადა, რომ არ იცოდნენ, თუ ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად კიდევ ერთი გოლის გატანა სჭირდებოდათ.

მოგეხსენებათ, პსჟ-მ და „ბენფიკამ“ ასპარეზობა ერთნაირი მაჩვენებლებით დაასრულეს და ლისაბონელებმა პარიზელებს სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობით აჯობეს.

„ამის შესახებ თამაშის შემდეგ გავიგე, არ ვიცოდით, რომ კიდევ ერთი გოლი გვჭირდებოდა პირველი ადგილისთვის. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, მაგრამ ვისაც არ უნდა შევხვდეთ, შესანიშნავი მატჩი იქნება. გრანდი შეიძლება შეგვხვდეს? ეს მათთვისაც პრობლემაა, ჩვენ მშვიდად და მზად ვართ“, - თქვა დონარუმამ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა 7 ნოემბერს გაიმართება.

0.116021