საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას 17 ნოემბერს გამართავს და ამხანაგურ შეხვედრაში მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდება.
თამაში არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში შედგება, მაროკო ფიფას რეიტინგში 22-ე ადგილზეა და მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებია.
საქართველოს ნაკრები აღნიშნული ტესტ-მატჩისთვის მზადებას 14 ნოემბერს, თბილისში დაიწყებს, მეორე დღეს კი გუნდი ემირატებზე გაემგზავრება. თამაში 17 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ვილი სანიოლის გუნდი ბოლოს ერთი წლის წინ საბერძნეთის ნაკრებთან დამარცხდა, ხოლო მას შემდეგ 9 მატჩი მოიგო და ორჯერ ფრეს დასჯერდა.