ფეხბურთი

10:53 | 3.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი“ ჟირუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

„მილანი“ თავის 36 წლის თავდამსხმელთან, ოლივიე ჟირუსთან, კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ამ დღეებში „როსონერის“ წარმომადგენლები ფრანგ შემტევთან მოლაპარაკებას აწარმოებენ. საუბარი ხელშეკრულების ერთი წლით, 2024 წლის ზაფხულამდე გაგრძელებაზეა. ჟირუს მოქმედ კონტრაქტს ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება - წერს ტვიტერში ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

ოთხშაბათს, 2 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩში „მილანმა“ „ზალცბურგს“ 4:0 მოუგო. ჟირუმ დუბლი მიითვალა და ორი საგოლე გადაცემა შესრულა.

0.122478