ფეხბურთი

10:16 | 3.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, ჩემპიონთა ლიგის „სელტიკთან“ ჯგუფური ეტაპის მატჩში (5:1), ტურნირის რეკორდი დაამყარა.

მე-6 წუთზე ხორვატმა ზუსტად დაარტყა პენალტი და ყველაზე ასაკიანი ფეხბურთელი გახდა, ვისაც ლიგაზე თერთმეტმეტრიანი გაუტანია. ლუკა ამ დროს 37 წლის და 54 დღის იყო - გვამცნონს სტატისტიკური პორტალი Opta Jose.

მანამდე რეკორდი „ლილის“ ფეხბურთელს, ბურაკ ილმაზს ეკუთვნოდა, რომელმაც პენალტით „ჩელსის“ კარი 2021/22 წლების სეზონის მერვედფინალში დალაშქრა. ბურაკი მაშინ 36 წლის და 244 დღის გახლდათ.

0.122257